Wednesday, December 24, 2014

კატები

შინაური კატა- მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახის. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატები შეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია (უყვარს ნადირობა), ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.

კვება-კატები არიან ხორცისმჭამელი ცხოველები. მგლის, ძაღლების,მელიების და სხვა ზოგიერთი მტაცებლებისგან განსხვავებით კატები არიან ყველაფრის მჭამელები. მიჩვევის შემთხვევაში კატას შეუძლია გახდეს ვეგეტარიანელი, თუმცა ჩვეულებრივ მოითხოვენ ხორცს. მათ ბრჭყალებს შეუძლია საჭმლის დაჭრა. კატებს აქვთ მოკლე ნაწლავები (როგორც ყველა ხორცისმჭამელს). ზოგჯერ ისინი მუცელს ისუფთავებენ რწყევით, თუმცა ეს შეიძლებ იყოს დაავადების მომანიშნებელიც. კატის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ხორბლის ყლორტი.
კატებს რომლებსაც შეუძლიათ გარეთ გასვლა ცდილობენ მოიპოვონ საკვები, როგორიცაა თაგვები და მცირე ფრინველები




ინფორმაცია კატებზე (ვისაც კატა ყავს მოეწონება)

ამ ცხოველს ჩემთვის ვერაფერი შეედრება, რაღაც უნიკალური მოვლენაა კატები  
როცა “გვაბრაზებენ”: არავითარ შემთხვევაში არ “ვცემოთ” (მივარტყათ). არ ვუყვიროთ, თორემ საპასუხოდ უარესს მიიღებთ!
სასურველია ყოველთვის გვქონდეს ფანჯრის საწმენდი საშუალების ქილა, სავსე წყლით და როცა “იცუღლუტებს” შეასხურეთ! შემდეგ ნამდვილად აღარ მოუნდება იმის გაკეთება!


მოკლედ დავიწყეთ
კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია.
დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ.
კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ.
კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ.
კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის.
მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად Minchо-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო 3-ჯერ დაორსულება ასეთივე ხეზე მცხოვრები კატებისაგან.
ვარდნისას, კატა ყოველთვის ერთნაირად ეცემა. ჯერ თავს ასწორებს, შემდეგ ბეჭებს, შემდეგ ფეხებს და ბოლოს ბეჭებში იხრება, რომ რბილი დაშვება განახორციელოს.
თუ კატა ავეჯს ფხაჭნის, შეეცადეთ მისცეთ ამ ადგილს ლიმონის ან ფორთოხლის არომატი. კატები ვერ იტანენ ამ სუნს.
რაც უფრო მეტს ელაპარაკებით კატებს, მით უფრო მეტს გელაპარაკებიან ისინი.
კატის ცხვირის მოხაზულობა უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი.
ჟირაფი, აქლემი და კატა – დედამიწაზე მხოლოდ ეს სამი ცხოველია ცაცია. სიარულს ისინი მარცხენა ფეხით იწყებენ. ასეთი სიარული სიჩქარის, სიმკვირცხლისა და სიჩუმის გარანტიას იძლევა.
ეგვიპტელები, საყვარელი კატის დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ.
კატას შეუძლია ყური 180 გრადუსით შეაბრუნოს. ყოველ ყურში 32 კუნთი აქვს, სმენის სამართავად ისინი იყენებენ 12 ან მეტ კუნთს.
რამდენი წლისაა თქვენი კატა ადამიანურ ასაკთან შედარებით? თუ თქვენი კატა 3 წლისაა – ეს ეფარდება ადამიანის 21 წელს, თუ 8 წლის – ადამიანის 40 წელს, ხოლო თუ 14-ის – 70 წელს.
სახლის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15 წელია, მაშინ, როცა გარეული მხოლოდ 3-დან 5 წლამდე ცოცხლობს.
ლიონის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი შინაური კატაა. ამ საქმეში პირველები ავსტრალიელები არიან, სადაც ყოველ 10 მაცხოვრებელზე 9 კატა მოდის. აზიურ კონტინენტზე პირველი ადგილი ინდონეზიას უჭირავს, აქ 30 მილიონზე მეტი კატაა, ხოლო ევროპაში – საფრანგეთს: 8 მილიონი კატა. არსებობენ ქვეყნებიც, სადაც შინაური კატა თითქმის არ გვხვდება, მაგალითად: პერუ და გაბონი.
ყოველ წელს ამერიკელები ხარჯავენ 4 მილიარდ დოლარს კატების საკვებზე, რაც 1 მილიარდი დოლარით მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ჩვილი ბავშვების საკვებზე ხარჯავენ.
თუ კატა თქვენთან ახლოს იმყოფება და მისი კუდი ცახცახებს, ეს სიყვარულის ყველაზე დიდი გრძნობაა, რომლის გამოხატვაც შეუძლია. თუ კუდი დაბლა იწევს, ე.ი. ხასიათი ეცვლება და შეიძლება წახვიდეთ, მას არ ეწყინება.
კატები კუდს აქანავებენ, თუ არჩევანის წინაშე დგანან, ამასთან, ერთი სურვილი ბლოკავს მეორეს. მაგალითად, თუ კატა სახლის ზღურბლთან დგას და გარეთ წვიმს, კუდი ქანაობს შინაგანი კონფლიქტის გამო. მას უნდა გასვლა, მაგრამ არ უნდა დასველება. როგორც კი იგი გადაწყვეტილებას მიიღებს (სახლში დარჩენის ან გარეთ გასვლის), კუდი შეწყვეტს ქანაობას.
კატები ადამიანს იმიტომ ეხახუნებიან, რომ სხვისი სუნები გადაფარონ. სუნს გამოყოფს ჯირკვლებიდან, რომლებიც მდებარეობენ თვალსა და ყურს შორის, და კუდის ძირში.
თუ თვალის გუგები გაფართოებული აქვს დიდი განათების მიუხედავად, ე.ი. რაღაცამ ძალიან დააინტერესა, ან თამაშის ხასიათზეა.
კატას, რაიმეს დასანახად სჭირდება 1/6 იმ შუქისა, რომელიც ადამიანს სჭირდება. მათი ღამის მხედველობა საოცარია! სიბნელეში იგი საკუთარ ბადურაში არეკლილ შუქსაც კი იყენებს.
კატებს, ძაღლებისაგან განსხვავებით, ახლო მანძილზე მყოფი საგნების დანახვა არ შეუძლიათ, ანუ შორსმხედველები არიან. ხოლო ძაღლები – ახლომხედველები. ფაქტიურად, კატა ყველაზე კარგად ხედავს 75 სმ-დან 2-6 მეტრამდე მანძილის სიშორიდან.
კატის სმენის მგრძნობელობა ადამიანის სმენასთან შედარებით, 3-ჯერ მეტია.
თუ ხვდება რომ მსხვერპლი მიუწვდომელია, კატას უცახცახებს ქვედა ყბა და უკაწკაწებს კბილები.
კატები სუნს 14-ჯერ უფრო ძლიერად გრძნობენ, ვიდრე ადამიანი.
ცხვირის გარდა, კატებს სუნის შეგრძნება შეუძლიათ ე.წ. “იაკობსონის მილით”, რომელიც მდებარეობს ზედა სასაზე, ორ წინა კბილს შორის. იგი მას იყენებს, როცა განსაკუთრებით საინტერესო სუნს გრძნობს. ოდნავ ასწევს ტუჩსა და ცხვირს და ისრუტავს ჰაერს.
ბეწვის მოვლა აწყნარებს, ანეიტრალებს მის აგრესიას. თუ კატა ვერ წყვეტს, რა გზას დაადგეს, მას სჭირდება დაფიქრება თავის საქციელზე. თუ იგი რაღაცაზე ორჭოფობს, უნევერსალური რეცეპტი აქვს: საეჭვო სიტუაციებში ბეწვს ილოკავს.
ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის მას სჭირდება მოფარებული ადგილი, რომ არ შერცხვეს. ასევე, ეს ადგილი უნდა იყოს საჭმლის თეფშისაგან მოშორებით. კატებს არ უყვართ იმ ადგილის მოსვრა, სადაც ჭამენ.
არასოდეს აჭამოთ კატას ძაღლის საჭმელი. პროტეინებისადმი მათი მოთხოვნილება 5-ჯერ მეტია, ვიდრე ძაღლებისა.
კატებს სიმაღლეები უყვართ. სიმაღლეები უყვართ ასევე ლეოპარდებსა და იაგუარებს, რომელთაც ხეზე სძინავთ.
თუ კატა ვარდება, მისი შინაგანი ყური, რომელიც ბალანსს მართავს, ეხმარება თათებზე დაცემაში.
კატას საშუალოდ 12-12 მოძრავი ულვაში აქვს თითო მხარეს. ულვაშის ძირში მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება, ამიტომ კატა მათი მეშვეობით იღებს ყველაფერზე ინფორმაციას – საგნებზე, ქარზე, ტემპერატურაზე და ა.შ. თუ კატას ულვაშებს მოაძრობთ, მას გაუძნელდება სივრცეში ორიენტირება, მაგალითად, ცუდად ინადირებს და საერთოდ, თავის თავში დარწმუნებული აღარ იქნება.
ულვაშები ეხმარება კატას განსაზღვროს, გაეტევა თუ არა თუნდაც რაიმე ჭუჭრუტანაში.
თუ კატას ულვაშები წინ აქვს გამოწეული, ე.ი. რაღაცით ძალიან დაინტერესებულია, ან ჩხუბის დროს მოწინააღმდეგის შეშინება სურს. თუ უკან – იგი შეშინებულია და გაურბის შეხებას.
კატის ნერვიულ მდგომარეობას ყურები გასცემენ – ყურებს ატოკებენ. ამ დროს შეუძლიათ მშვიდად იჯდნენ და აკვირდებოდნენ. მაგრამ თუ შეეხებით, მან შეიძლება თათიც კი დაგარტყათ.
თუ ვინმე თავს ესხმის, კატის ყურები მჭიდროდ ეკვრის თავს. ამით ის იცავს ყურებს თავდამსხმელის კბილებისა და ბრჭყალებისაგან. ხოლო თუ თვითონ ესხმის თავს, ყურებს უშვებს ჰორიზონტალურად და განზე.
კატების ჩხუბი ხანმოკლეა, მაგრამ მძვინვარე. მათი მთავარი იარაღი – კბილებია.
როცა კატას ეფერებით, თქვენი გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა ქვეითდება. ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, აქვთ შანსი იცოცხლონ დიდხანს, თუ მათ კატა ყავთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც არც კატა ყავთ და არც ძაღლი.


კატის ჯიში







კატა Aegean cat 


კატა Aegean cat - ის სურათი

კატა (მათშორის Aegean cat - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა Aegean cat - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, Aegean cat - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. Aegean cat - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.


კატა African Serval - ის სურათი

კატა (მათშორის African Serval - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა African Serval - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, African Serval - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. African Serval - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.


კატა Applehead Siamese - ის სურათი

კატა (მათშორის Applehead Siamese - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა Applehead Siamese - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, Applehead Siamese - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. Applehead Siamese - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.


კატა Bristol - ის სურათი

კატა (მათშორის Bristol - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა Bristol - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, Bristol - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. Bristol - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.


კატა Australian Mist - ის სურათი

კატა (მათშორის Australian Mist - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა Australian Mist - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, Australian Mist - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. Australian Mist - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.


კატა American Longhair - ის სურათი

კატა (მათშორის American Longhair - ი) - ძუძუმწოვართა კლასის მტაცებელი ცხოველია. აქვს ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. მსოფლიოში კატის 40 ძირითადი სახეობა არსებობს.
შინაურ კატა American Longhair - ი გამოირჩევა მეგობრობის უნარით, American Longhair - ი ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას.კატაზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. American Longhair - ს შეუძლია სწავლა და ფიქრი, მოხერხებული და გონიერია. შინაური კატები გარეული კატებისაგან გამოირჩევიან შეგუების უნარით.


დიდი კატები



ე.წ. დიდი კატები ცხოველთა სამყაროს ყველაზე სწრაფი და სასტიკი წარმომადგენლები არიან. ნადირობისას მათი ძირითადი უპირატესობა სისწრაფეა…


დიდი კატების 6 სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანთერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო გეპარდი (ავაზა) განსხვავებული ქვეჯგუფისაა. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე.წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის არც ერთ წარმომადგენელს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.
დედამიწაზე კატები 25 მილიონ წელიწადზე მეტხანს ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე.წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეჭვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტავებლის ძირითადი უპირატესობა – ბასრი კბილები, მას საშუალებას აძლედა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.


დიდი კატები ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებებით განსხვავდებიან. მაგალითად, ლომების ვეფხვების და ლეოპარდებისათვის დამახასიათებელია ღრიალი, ხოლო იაგურებს, თეთრ ლეოპარდებსა და გეპარდებს ეს თვისება არ ახასიათებთ. დიდი კატების უმრავლესობა საკვებს მწოლიარე მდგომარეობაში მიირთმევს, გამონაკლისს წარმოადგენს თეთრი ლეოპარდი, რომელიც სადილისას მხოლოდ თავს ხრის. ყველა დიდ კატას, გეპარდის გარდა, აქვს ჩამალული ბრჭყალები.
დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთ-ერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ელვისებურად ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონაკლისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფურად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიჰყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირობა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.
სხვა დიდი კატებისგან განსხვავეით, ლომები ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუზე და მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძელვს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებზე მეტად სწრაფები არიან. ლომები იკვებებიან როგორც დიდი ცხოველებით, ასევე თაგვით ან გველით.
ძუ ლომი, როგორც წესი აჩენს 3-4 ბოკვერს, რომელთა აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვრები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამი თვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრი რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.


^თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. მას ვხვდებით მხოლოდ ინდოეთში. იგი გამოირჩევა თეთრ ბეწვზე შავი ზოლებითა და ზიცფერი თვალებით. ბუნებაში არსებობენ აგრეთვე ალბინოსი ვეფხვები — მტაცებლები, რომელთაც არც ერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ —- მათი ბეწვი წმინდა თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერია.


^ გასაოცარი ზოლებიანი ბეწვის საფარი საუკეთესო შენიღბვას წარმოადგენს მონადირე ვეფხვისათვის.  ვეფხვი ნადირობს შებინდებისას ან გვიან ღამით, როდესაც ხილვადობა ნაკლებია.


^ იაგუარი ბინადრობს ხშირ ტყეებში. ნადირობს ეულად. მოსი ნანადირევი მრავალფეროვანია. საკვებად მიირთმევს როგორც ირმის ხორცს, ასევე ბაყაყისას. მრისხანედ იცავს თავის კუთვნილ ტერიტორიას სხვა იაგუარებისაგან.


^ საკვების მოპოვების შემდეგ ლეოპარდი მუდამ  მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. იგი ჩინებული მცოცავია. ის მსხვერპლს მაღალ ღეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად.


უდიდესი კატები:

კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წწარმომადგენელი არის ვეფხვი. ვეფხვის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს და თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ძალიან საშიშია. ყველაზე დიდ ვეფხვად ითვლება ციმბირული ვეფხვი, რომლის წონა 300 კილოგრამს აღწევს. იგი ბინადრობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც ძალიან ცივი კლიმატია, ამიტომ მას კანქვეშ ცხიმის სპეციალური ფენა აქვს, რომელიც იცავს ვეფხვს ზამთრის სუსხისაგან. რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძალიან ცოტა საკვები მოიპოვება, ამიტომ ვეფხვს მის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლა უწევს. ციმბირული ვეფხვის განსაკუთრებულად სქელი ბეწვის სადარი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა და ოდნავ უფრო ღია, ვიდრე სხვა ვეფხვებისა; ამასთანავე მასში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც ეხმარება ვეფხვს როდესაც იგი თოვლში ჩასაფრებას ცდილობს.


ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ვეფხვის სახეობაა ინდური, ანუ ბენგალური ვეფხვი. ხვადი ვეფხვები ხშირ შემთხვევაში მარტო ბინადრობენ, ძუ ვეფხვებს კი ურჩევნიათ ხვადებთან, ან სხვა მდედრ ვეფხვებთან ერთად ცხოვრება. ისევე, როგორც სხვა დიდი კატები, ვეფხვებიც თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს საკუთარი შარდით ნიშნავენ.
ვეფხვები ძალიან ძლიერი მტაცებლები არიან და შეუძლიათ მასზე დიდი ნადირის დამარცხება. მას შემდეგ, როცა მოკლავს თავის მსხვერპლს, ვეფხვი მიათრევს გვამს მიყრუებულ ადგილზე, ძირითადად წყალთან ახლოს და იქ იკვებება. თუ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, ვეფხვს ის რამდენიმე დღე ეყოფა. ვეფხვი ნანადირევის ნარჩენებს ფოთლებით ფარავს და იცავს მას. ნადირობა ძალიან დამღლელი პროცესია, ამიტომ ვეფხვი დიდ დროს უთმობს დასვენებას. ვეფხვები რამით ნადირობენ, ისინი იმალებიან მაღალ ბალახებში და სიბნელეში უეცრად ესხმიან თავს მსხვერპლს. შებინდებისას და განთიადზე ვეფხვები თავს იწესრიგებენ: შინაური კატის მსგავსად, ისინიც ენით ილოკავენ ბეწვს და ასუფთავებენ, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი და დიდ დროს უთმოენ მდინარეებსა თუ ტბებში ცურვას.



მომაკვდავი ჯიში:
მოზარდი იაგუარებისათვის ბუნაბაში არც ერთი ცხოველი საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა გიგანტური ანაკონდისა. იაგუარს საფრთხეს მხოლოდ ადამიანი უქმნის. სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც იაგუარი ბინადრობს, ადამიანებს სჩვევიათ დროდადრო მისი დახოცვა, თუმცა უმეტესი ნაწილი დიდი კატების ამ წარმომადგენელს პატივს სცემს და მის ასაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მიუხედავად ამისა, იაგუარების რიცხვი მაინც კლებულობს. ამ მტაცებლის ძვირფასი და ულამაზესი ბეწვი მონადირეთა ყურადღებას იპყრობს. მართალია, დღეისათვის იაგუარებზე ნადირობა კანონით აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობა მაინც ხშირია. ასევე სწრაფი ტემპით ნადგურდება იაგუარების თავშესაფარი ტყიანი ადგილები.